Back to the list

ვენა –ავსტრიის ულამაზესი დედაქალაქი🗺️🌍 ➡️ვენა მსოფლიოს ერთ–ერთი ულამაზეს...

ვენა –ავსტრიის ულამაზესი დედაქალაქი🗺️🌍
➡️ვენა მსოფლიოს ერთ–ერთი ულამაზესი ქალაქია. მდიდარი ისტორიითა და უამრავი ღირშესანიშნაობით, განუმეორებელი სულითა და ტრადიციებით – ვენაში ყველა მოახერხებს რაიმე სათავისოს მოძებნას. რაიმე ისეთს, რაც ამ ქალაქში ხელმეო
რედ დაბრუნებას მოგანდომებთ.🤩
➡️ჰაბსბურგებს ვენა მრავალ ულამაზეს ნაგებობას უნდა უმადლოდეს. ვენის ღირშესანიშნაობები, რაც დღეს ამ ქალაქში უამრავ ტურისტს იზიდავს არის – 100 მუზეუმი, 27 ციხე–სიმაგრე და დაახლოებით 150 სასახლე. ამ უკანასკნელთა შორის არის XVIII საუკუნეში აგებული ბელვედერის სასახლეების კომპლექსი – თავისი დროის ერთ–ერთი უდიდესი მთავარსარდლის, სავოის პრინცის საზაფხულო რეზიდენცია. 🕍
➡️ შონბრუნის სასახლე – ამბობენ თუ ეს სასახლე არ გინახავს, არ გინახავს ვენაო. თუმცა იმააც ამბობენ, ბაღი ისეთი საოცარია, თუ დრო არ გაქვს, სასახლით კი არა ბაღით დატკბიო.
შონბურნი 1,441 ოთახიანი სასახლეა, რომლის ბაღები თავს იწონებენ 2 კილომეტრამდე სიგრძის ლაბირინთით. მიუხედავად ამდენი ოთახისა, სასახლეში სამზარეულო არ მოიპოვებოდა. საჭმელი სხვა შენობაში მზადდებოდა და შემდეგ მოსამსახურეებს მოჰქონდათ მონარქებისთვის.
➡️წმინდა სტეფანეს ტაძარი, რომლის გარეშეც დღეს არა მხოლოდ ვენის, არამედ მთელი ავსტრიის წარმოდგენაც შეუძლებელია – ეს ნაგებობაც ჰაბსბურგების ეპოქას ეკუთვნის.⛪
➡️შნიცელი. ვენური შნიცელი ავსტრიული სამზარეულოს მთავარი ღირსებაა. შნიცელი დაბეგვილი ხორცია, რომელსაც კვერცხში და პურის ნაფხვენში ავლებენ, შემდეგ კი წვავენ. ერთ-ერთი არა-ტურისტული ადგილი, სადაც გემრიელ შნიცელს მოგართმევენ გახლავთ Kolonitz-Beisl, Gasthaus Poschl, Figlmueller – მოკლედ ვარიანტები არის, და ამბობენ ქუჩაშიც კი უგემრიელესს ამზადებენო. 🍗🍖
➡️ვენის პრატერი – უზარმაზარი პარკი და დასასვენებელი ზონა. ასობით ატრაქციონთან ერთად აქ არის „ეშმაკის ბორბალი“, რომელიც 1920-1985 წლებში მსოფლიოში ყველაზე დიდი მსგავსი ტიპის ნაგებობა იყო.
ეს დაახლოებით როგორი ადგილია იცი? სადაც კარნავალი და დისნეილენდი ერთადაა. თემატური პარკი ერთ-ერთი პატარა ნაწილია დიდი პარკის.
➡️პლანეტის ერთ-ერთი უმშვენიერესი ქალაქის პანორამით შეგიძლიათ დატკბეთ როგორც ეშმაკის ბორბლიდან, ისე დუნაის კოშკის სათვალთვალო მოედნიდან. ავსტრიის დედაქალაქის ყველაზე მაღალი და ქვეყანაში სიმაღლით მეორე შენობა 252 მეტრია, სათვალთვალო მოედანი კი 150 მეტრის სიმაღლეზეა განთავსებული.🏞️
🛫15ნომებრიდან ვენაში მოხვედრას შეძლებთ პირდაპირი რეისით, ქუთაისიდან .!! 🛬
მოგზაურობის პერიოდი : 29ნოემბერი -04დეკემბერი
ტურის ღირებულება : 546ლარი.
🏨სასტუმრო : ENZIANA HOTEL VIENNA
ღირებულებაში შედის :
🌍ორმხრივი ავიაბილეთი
🌍10კგ.ბარგი
🌍სასტუმროში განთავსება
🌍საუზმე
🌍სამოგზაურო დაზღვევა
👉 დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
✐ ი.ჭავჭავაძე 49 ბ
info@temitravel.c...
✆ ‎2 42 44 66 / ‎514 42 44 66.
View on Facebook