მეტეორა

Image description

აუცილებლად იხილეთ არაჩვეულებრივი „მეტეორა“ ჰაერში მოლივლივე

მეტეორა — ერთ–ერთი დიდი მონასტრის უნიკალური კომპლექსთაგანია საბერძნეთის ჩრდილოეთით, რომელიც განთქმულია თავისი უჩვეულო ადგილმდებარეობით – კომპლექსი ზღვის დონიდან დაახლოებით 600 მ–იანი მწვერვალების კენწეროზეა განთავსებული და უიშვიათეს გეოლოგიურ ქმნილებებად მიიჩნევა. 

იქ სამონასტრო ცხოვრება X საუკუნიდან დაიწყო და დღემდე შენარჩუნებულია.როგორც ვარაუდობენ, კლდეები 60 მილიონ წელს აითვლიან და კლიმატური პირობების ზემოქმედებით (მხედველობაშია: წყალი ქარი და ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა) ისინი უზარმაზარ ქვის მასივებად ჩამოყალიბდნენ, რომლებიც თითქოსდა ჰაერშია გამოკიდული, რაც მათ სახელწოდება – “მეტეორებზე”–ც აისახა (ბერძნულიდან თარგამში ეს “ჰაერში მოლივლივე”–დ ჟღერს). 

  • ეს არაჩვეულებრივი სანახაობა დაახლოებით 30-50 ევრო დაგიჯდებათ.