- +995514424466
- ლევან მიქელაძის ქ. # 17, ქ. თბილისი, თბილისი, საქართველო
- temitravel
- temitravel@yahoo.com
მავრიკიის კუნძული ♛
❖ მავრიკიის კუნძული (მაურიტიუსი) მდებარეობს ინდოეთის ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მადაგასკართან ახლოს. კუნძული გარშემორტყმულია მარჯნის რიფებით, რის გამოც ზღვა მუდმივად წყნარია.
❖ დედაქალაქი - პორტ–ლუისი.
❖ კლიმატი – ზღვის სუბტროპიკული. ნესტიანი და ცხელი პერიოდი გრძელდება დეკემბრიდან მარტამდე, შედარებით გრილა მაისიდან სექტემბრამდე. დასვენებისთვის საუკეთესო პერიოდია აპრილი – ივლისი და სექტემბერი – ოქტომბერი, როდესაც ძალიან არ ცხელა და წვიმაც იშვიათია. დაივინგისთვის საუკეთესო პერიოდია დეკემბერი – მარტი, მაშინ როდესაც წყალი ყველაზე კამკამაა.
რა უნდა ნახო მავრიკის კუნძულებზე ?!
■ Grand Bay -იყო პირველი კუნძული , რომელმაც განიცადა ტურისტული ბუმი .Grand Bay-ზე მდებარეობს რესტორნები, ბარები ღამის კლუბები,არაჩვეულებრივი სანაპირო La Cuvette beach-სადაც ნამდვილად ღირს დატკბე კამკამა ოკეანით.
■ Triolet Shivalaძველი სოფელი კუნძულTriolet-ზე . აქ გაქვთ შესაძლებლობა ეწვიოთ ტაძარს-Maheswarnath, რომელიც აშენებულია 1819 წელს
■ Pereybère სანაპირო მშვენიერი Pereybere საჯარო სანაპირო არის პოპულარული, მისი სავაჭრო ობიექტებით, რესტორნებითა და ბარებით.
■ Labourdonnais ბაღებიაღმოაჩინეთ სხვადასხვა ტროპიკული ხილის ხეები, ფერადი და სურნელოვანი ეგზოტიკური ყვავილებით და გაიმალაზეთ დღე ეგზოტიკური ტურებით.
სად შეიძლება განთავსება:
მავრიკის კუნძული გთაცაზობთ როგორც ბუნგალოების ტიპის განთავსებას ასევე ვილებსა და სასტუმრო რეზორტებს,გარწმუნებთ რომ მავრიკის კუნძულზე ყველა ტიპის გემოვნებისთვის გახლავთ სასტუმრო.
გთავაზობთ Temi Travel-ის მიერ რეკომენდირებულ სასტუმროს:
➤ Beachcomber Hotels, resorts & villas
➤ Villas & Chalets Club Med
➤ Four Seasons Resort Mauritius at Anahita
➤ Hilton Mauritius Resort and Spa
მცირე და საშუალო სასტუმროები:
Mauritius ასევე გთავაზობთ ფართო სპექტრის მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებს - სადაც თქვენ აუცილებლად განიცდით სიმყუდროვეს და ისიამოვნებთ ადგილობრივი გარემოთი . სასტუმროები და სასტუმროს სახლები, გაერთიანებულია ისეთ ქსელში როგორიცაა: (Des Hoteliers და Restaurateurs Ile Maurice) & De Charme .