დაისვენეთ ულამაზეს კუნძულ მალიორკაზე

✍️მალიორკა ერთ -ერთი ყველაზე დიდი კუნძულია ესპანეთში. ყველა ტიპის დასვენებისთვის საუკეთესო ადგილი. არაჩვეულებრივი ბუნებით და 200-მდე ულამაზესი ქვიშის სანაპიროთი. სანამ მალიორკაზე დასვენებას გადაწყვეტთ უნდა იცოდეთ კურორტი დაყოფილია ზონებათ. 

  თუ თქვენ მეგობრებთან ერთად გართობა გინდათ და ღამის ცხოვრების მოყვარული ხართ, მაშინ უნდა ეწვიოთ; magalluf, arenal, can pastliia , palma-ს და რათქმაუნდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღამის კლუბს ევროპაში BSM-ს.

 თუ ოჯახთან ერთად გეგმავთ დასვენებას Santa Ponsa, Iletas, Can Picafort,Palmanova, Cala Dor იდეალური ადგილია არდადეგების გასატარებლად. ესტუმროთ ცნობილი ზოოპარკს მალიორკაზე და იხილოთ ცხოველები ბუნებრივ გარემოში. დაათვალიეროთ აკვაპარკი palma aquarium ყველაზე დიდი აკვარიუმი ესპანეთში. აქტიური დასვენების მოყვარულებს გელოდებათ Jungle Park სხვადასხვა სირთულის დაკიდებული გზებით. გაისეირნეთ alfabias ბაღში, ბუნებრივ პარკ Plaza Albufera-ში, ნაკრძალში Galatzo, Mondrago. 

 მალორკა დიდი ისტორიის მქონე კუნძულია ამიტომ სანახაობები მასზე მრავლად არის. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ციხესიმაგრე Castell de Bellver. ყველაზე ცნობილი და საინტერესო გოტიკური ნაგებობა ევროპაში, ერთადერთი მრგვალი ციხესიმაგრე ესპანეთში. ულამაზესი ტაძარი Catedral de Mallorca. Valldemossa Charterhouse მონასტერი.