დუბაი - საოცრებების ქალაქი !

 ✥ ეს არის ადგილი, სადაც თავმოყრილია ყველაფერი, რაც დასვენებისთვის არის აუცილებელი. მზე, ზღვა, გართობა ... 
დუბაის და შარჟის (ახლომდებარე საემირო) მიმართულებით ყოველდღიურად სრულდება პირდაპირი რეისები, რაც მოგზაურობას კიდევ უფრო მარტივს ხდის .
 ✥ დუბაიში აუცილებელია ვიზა, რომელის დამზაებასაც 2 სჭირდება. ვიზისთვის აუცილებელია გქონდეთ საზღვარგარეთის პასპორტი.
 ✥ დუბაიში თქვენ ნახავთ:
 - ულამაზეს სანაპიროებს Jumeirah Beach, Marina Beach, Dubai Palm
 - მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობას, ბურჯ ხალიფა, რომლის სიმაღლე და არქიტექტურა ნამდვილად გაგაოცებთ. 
 - მოცეკვავე შადრევნებს, რომელიც ტურისტების საყვარელი ადგილია. შადრევანი ირთვება ყოველ ნახევარ საათში და მის საყურებლად ყველა საგანგებოდ ემზადება ფოტოაპარატებითა და კამერებით მომარჯვებული. აქვეა უდიდესი სავაჭრო ცენტრი Dubai Mall, სადაც შეხვებით ყველანაირ ბრენდს.შოპინგისტვის საუკეთესო თვე იანვარია, ამ პერიოდში დუბაიში იმართება 
✥ დუბაიში სასტუმროების არჩევის დროს უნდა გაითვალისწინოთ ადგილმდებარეობა, სანაპიროზე სასტუმროები შედარებით ძვირია, იმ შემთხვევაში, თუ დაბალბიუჯეტიანი ტურის დაგეგმვიას ფიქრობთ სჯობს სასტუმრო ქალაქის ცენტრში აიღოთ. ამ შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ სატრანსფერო მომსახურეობას სანაპირომდე  და სავაჭრო ცენტრებამდე. სასტუმროს შერჩევის დროს, აუცილებელია ამ ქალაქის კარგად ცოდნა. ქალაქში გადაადგილება მოსახერხებელია მეტროთი და ტაქსით. ფასებს რაც შეეხება, ტაქსიც და მეტროც თითქმის ერთი ფასია და საკმაოდ იაფიც. ფეხით ნაკლებად დადიან.
 ✥ დუბაიში ბევრი გასართობია;
 ექსტრემალური სპორტის მოყვარულებისთვის, მთელ მსოფლიოში ცნობილი Sky Diving, ღირებულება, მიღებული სიამოვნების შესაბამისია და 500$-ს შეადგენს. 
მანქანების, კერძოდ Ferrari-ის მოყვარულებისთვის, დუბაისთან ახლოს (მანქანით დაახლოები 2 სთ-ის სავალზე ) მდებარე საემიროში - აბუდაბიში შეგიძლიათ წახვიდეთ და მოინახულოთ Ferrari World. 
✥ დუბაი ბავშვების გასართობად საუკეთესო ადგილია, 2016 წელს გაიხსნილი Legoland Dubai. მთელი ოჯახისთვის აკვაპარკები, ნამდვილად კარგი არჩევანია, რომელიც დუბაიში მრავლად არის, თუმცა გამორჩეულია სასტუმრო Atlantis -ის აკვაპარკი. ასევე შეგიძლიათ გაისეირნოთ უდაბნოში და აირჩიოთ Safari Tour, დაათვალიეროთ დუბაის ზოოპარკი, რომელიც ნამდვილად შთამბეჭდავია. 
დუბაიში ყველაფერია იმისთვის, რომ ნებისმიერმა ადამიანმა თავი დააღწიოს ყოველდღიურ რუტინას და თავი იგრძნოს სრულიად სხვა სამყაროში. იგი ყოველწლიურად იზრდება, იცვლება, ვითარდება და ახალ-ახალ აღმოჩენებს გვთავაზობს.
 

Dubai Mall - პლანეტის ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი - დუბაი მოლი.

❖ დუბაი მოლი 2008 წელს გაიხსნა და 600-ზე მეტ მაღაზიას აერთიანებს. 2011 წელს 54 მილიონი ვიზიტორი ჰყავდა. 

❖ მოლში ასევე არის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო. 

❖ უდიდასი აკვარიუმი. მოლის აკვარიუმს 33 000 ბინადარი ჰყავს და გინესის რეკორდსმენია უდიდესი აკრილის პანელისათვის. 

❖ შადრევნების შოუ, რომლების ნახვა შესაძლებელია 20 კლ მანძილიდან. 

❖ აქვე შეხვდებით ოლიმპიური ზომის ყინულის მოედანს. 

❖ Dubai Mall- ის ცენტრში  "დინოზავრის მკვიდრია" - დიპლოდოქოსის ჩონჩხი, რომლის ასაკიც 155 მილიონი წელია. 

❖ Dubai Mall- ის მთლიანი ფართი მილიონზე მეტი კვადრატული მეტრია, ეს ორი ვატიკანის ტერიტორიაა. 

 

და ბოლოს,საოცარი ამბავი: მფლობელები გეგმავენ ვენტრის გაფართოებას, რადგან ეს, თურმე, ჯერ კიდევ არ არის საკმაოდ დიდი!

 

ATLANTIS THE PALM - მსოფლიოში ყველაზე დიდი აკვაპარკი.

Hotel Atlantis the Palm, Dubai

Processing video...

ATLANTIS — ★★★★★  სასტუმროა, რომელიც აშენებულია ხელოვნურ კუნძულ პალმაზე. ეს არის ადამიანის მიერ შექმნილი მსოფლიოში ყველაზე დიდი კუნძული, რომელიც კოსმოსიდანაც ჩანს. 

 

❖ სასტუმროს ტერიტორია შეადგენს 46 ჰეგტარს, აქედან 17 ჰეგტარს იკავებს აკვაპარკი Aquaventure. 

❖ ატლანტისში 1 539 ოთახია, მათ შორის ყველაზე შტამბეჭდავია – Bridge Suite, იგი მდებარეობს არკის თავზე და აერთიანებს აღმოსავლეთ და დასავლეთის კორპუსებს. ამ ოთახის სტუმრებს 24 საათი ემსახურებათ პირადი ბატლერი. 

❖ სასტუმროში განთავსებულია16 რესტორანი და ბარი, ზოგიერთ მათგანს აქვს 2 და 3 «Michelin»-ის ვარვსკვლავი. 

❖ SPA-ცენტრი იკავებს 2 სართულს, ასევე აქვს ბიზნეს ცენტრი და გასართობი კომპლექსი. 

 

✒ მთავარი რაც სასტუმრო Atlantis-სს ხდის გამოჩეულს და უნიკალურს ეს არის ხელოვნური ეკოსისტემა.

აქვეა დელფინარიუმი Dolphin Bay, თანამედროვე დელფინების სასწავლო ცენტრი და ასევე შეგიძლიათ ისწავლოთ დაივინგი.

სასტუმროში მრავლად არის ადგილები საიდანაც ულამაზესი საზღვაო ცხოველების აუზი ჩანს.