Image description

ჩვენ შესახებ

ტურისტული კომპანია - თემი  თრეველი  საქართველოს ტურისტულ ბაზარზე უკვე 2 წელია მუშაობს, როგორც შიდა, ასევე გარე ტურიზმის მიმართულებით. 
გვახარებს, რომ ამ ხნის განმავლობაში, ჩვენი მომხმარებლისთვის გავმხით სანდო, განსხვავებული, ინოვაციური და საყვარელი კომპანია.
ჩვენი გამოცდილება, ცოდნა, ურთიერთობები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მოგზაურობა გავხადოთ საინტერესო, სრულყოფილი და თავგადასავლებით სავსე. 
ჩვენთან მოსული ყოველი მგზავრი არის ინდივიდუალური და განსაკუთრებული, შესაბამისად ჩვენ შეგიქმნით უშუალოდ თქვენ სურვილებზე და ინტერესებზე მორგებული ტურს, რომელიც გადააჭარბებს თქვენს მოლოდინს!
ჩვენ გვაქვს გამოცდილება დაგიგეგმოთ ნანატრი მოგზაურობა.

ჩვენი გუნდი

სურვილი შეგვექმნა ტურისტული კომპანია, მოგზაურობის სიყვარულმა გადაგვაწყვეტინა. იმხელა სიამოვნებას ვიღებდით თითოეული მოგზაურობიდან, მოგვინდა ეს სიამოვნება სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა. ტურისტული კომპანიები ბევრია. ჩვენ ჩვენს პირად გამოცდილებებს და სურვილებს მოვარგეთ მომსახურეობის სერვისი, რომელიც თვითეულ ჩვენთაგანს, გამოცდილებებით, დაკვირვებით ჩამოგვიყალიბდა. 
რატომ თემი თრეველი? ამაზე პასუხი ადვილია, თქვენ არა  მხოლოდ ნახავთ ამათუ იმ ქვეყანას, არამედ შეიგრძნობთ მას მთელი თავისი დიდებით. ჩვენ შეგიქმნით თქვენი ოცნების ტურს.
გინდათ სუში იაპონიაში? სრიალი ალპებზე, სერფინგი მომაჯადოვებელ ბალიზე, იქნებ კლუბური ცხოვრება იბიცაზე, ან პენტჰაუსი დუბაის ძვირადღირებულ სასტუმროში...ადამიანის ფანტაზიას არ აქვს საზღვარი. ჩვენთვის შეუძლებელი არაფერია. ჩვენ დაგიკმაყოფილებთ თქვენს ფანტაზიებს.
შემოთავაზების დიდი ნაწილი ეფუძნება ჩვენს პირად გამოცდილებებს. ჩვენ არა მხოლოდ ვიცით ქვეყნების ღირშესანიშნაობები, საუკეთესო სასტუმროები, გასართობი ცენტრები, იმასაც გირჩევთ რომელ სასტუმროში, რომელ ოთახს აქვს უკეთესი ხედი და რომელ რესტორანში რომელი კერძია აუცილებლად დასაგემოვნებელი. ჩვენ შეგიქმნით თქვენზე კონკრეტულად მორგებულ ტურს. იქნება ეს კულტურული (კონცერტები, გალერეები, მუზეუმები და ა.შ.), სალაშქრო, კულინარიული, ან ეს ყველაფერი გავხადოთ თქვენი მოგზაურობის ნაწილი. გვენდეთ!!! თქვენ დაისვენებთ, ჩვენი გუნდი კი იფიქრებს და იზრუნებს თქვენზე.
 პატივისცემით თემი თრეველი.