Go to the version for visually impaired
Font size
A A A
Color scheme
a
a
a
Images
Maximize panel

ყველაზე ეგზოტიკური თაფლობის თვე

მათთვის ვისაც თაფლობის თვის გატარება ეგზოტიკურ ადგილებში სურს შეგვიძლია შემოგთავაზოთ შემდეგი მიმართულებები

 

1. მიანმარი, იგივე ბურმა

მიანმარში ჩასულს არ უნდა გქონდეთ მოლოდინი, რომ კლუბური და ღამის ცხოვრებით გაერთობით, იქ იმდენია სანახავი დამიჯერეთ მაგისთვის დრო აღარ დაგრჩებათ, უძველესი სასახლეები, სალოცავები. შეგიძლიათ იფრინოთ საჰაერო ბურთით და მაღლიდან დატკბეთ მიანმარის საოცარი ხედებით და სანახაობებით 

რჩეული სასტუმრო Belmond 

ფასი: 5 680 ლარიდან

 

2. პანამა

ტროპიკული ჯუნგლები, ულამაზესი მთები, სანაპირო როგორც კარიბის ზღვაზე ასევე წყნარ ოკეანზე. პანამაში 1000 მეტი კუნძულია. საუკეთესო ადგილია ვისაც უყვარს ღამის ცხობვრება, უამრავი დასასვენებელი კურორტები და ისტორიული ადგილებია, ყველაფერი რაც შეიძება გინდოდეს და გჭირდებოდეს მოგზაურობისას. შეგიძლიათ გაატარო დღე გატუნის ტბაზე სადაც პირისპირ შეიძლება შეხვდეთ მაიმუნებს, ისერნოთ ისტორიულ ქუჩებში, საღამოს კი ეწვიო მსოფლიო კლასის ჯაზ კლუბს. 

რჩეული სასტუმრო American Trade Hotel 

ფასი: 5 320 ლარიდან

 

 

3. მარაქეში, მოროკო

 ცნონილია როგორც წითელი ქალაქი. ბევრი როკ ვარსკვლავი და ცნობილი დიზაინერები მიდიოდნენ და მიდიამ სწორედ ამ ქალაქში შთაგონებისთვის. აქ შეგიძლიათ ნახოთ Yves Saint Laurent-ის წინაპრების სახლი, ულამაზესი ბაღები, სიყვარულის გალერეა. 

რჩეული სასტუმრო Selman Marrakech 

ფასი: 3 000 ლარიდან

 

4. შრი-ლანკა

მარკო პოლომ შრილანკა დაახასითა, როგორც ერთერთი საუკეთესო კუნძული, რომელიც მდებარეობს ინდოეთის სამხრეთით. ეს არის კუნძული მდიდარი კულტურული ტრადიციებით და არის აღიარებული ბუდიზმის ცენტრად სრულიად განსხვავებული და განსაკუთრებული თავისი ისტორიითა და ღირსშესანიშნაობებით, რომელიც მეხუთე საუკუნიდან დღემდე მომდინარეობს. საუკეთესო არჩევანია ოაჯხური ცხოვრების დაწყება ქვეყანაში, სადაც კეთილდღეობის ზრდის საზომად არა ეკონომიკას, არამედ ბედნიერების ზრდის მონაცემებს იყენებენ. ულამაზესი პანორამული ხედები, სამკურნალო ცხელი აბაზანები, ულამაზესი ოკეანის სანაპირო და რომანტიული ვახშამი სანთლის შუქზე – ასე შეგიძლიათ გაატაროთ თაფლობის თვე კუნძულ შრი ლანკაზე.

რჩეული სასტუმრო The River House 

ფასი: 2 500 ლარიდან

5. დუბაი , არაბთა გაერთიანებული ემირატები

დუბაი თავისი ექსცენტრიულობითა და სიმდიდრითაა ცნობილი. შეგიძლია შენი თაფლობის თვე 2 ად დაყო. თავიდან დატკბე დუბაის ულამაზესი მშვიდი და რომანტიული სანაპიროებით, შემდეგ კი აქტიურ დასვენებაზე გადახვიდე დაათვარიელო თანამედროვე და მდიდრული ქალაქი. გრანდიოზული შემობები და არქიტექტურა მნამდვილად მოახდესნ თქვენზე შთაბეჭდილებას 

რჩეული სასტუმრო Luxury Collection Desert Resort and Spa თუ გინდათ თავი იგრძნოთ სამეფო ოჯახის წამომადგენელად უნდა ეწვიოთ სწორედ ამ სასტუმროს

 ფასი: 1 400 ლარიდან

 

 

6. მადლდივები

მალდივის კუნძულები მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში. 1190 კუნძულიდან მხოლოდ 220-ია დასახლებული. იქ დაგხვდებათ თეთრი სანაპიროები, კრისტალივით სუფთა წყალი, ეს სწორედ ის არის რაც ახალ დაქორწინებულებს სჭირდებათ თაფლობის თვისვის

რჩეული სასტუმრო Niyama Maldives 

ფასი: 3 750 ლარიდან

7. კაბადოკია, თურქეთი

ულამაზესი ისტორიული ადგილი კაბადოკია, რომელიც თურქეთის დედაქალაქიდან 4 სთ-ის მანძილზე მდებარეობს. შეგიძლიათ იქირაოთ საჰაერო ბუშტი და მაღლიდან დატკბეთ კაბადოკიის ულამაზესი ველებით და ხედებით.

რჩეული სასტუმრო Argos in Cappadocia 

ფასი: 500 ლარიდან

 

8. კიოტო, იაპონია

კიოტო უფრო აქტიური ქალაქია ვიდრე ტოკიო, ბევრად უფრო დამამშვიდებელი და მოსადუნებელი ადგილია, იქ უამრავი სალოცავი და ტაძარია, ულამაზესი ბაღები და ბუნება. კიოტოს უმჯობესია ეწვიოთ გაზაფხულზე ან შემოდგომაზე, რადგან ამ პერიოდებში აყვავებული ალუბლის ხეები და შემოდგომის ფერები ულამაზეს გარემოს ქმნის. 

რჩეული სასტუმრო Hoshinoya Kyoto

ფასი: 4 230ლარიდან

ფასები მიახლოებითია და მოცემულია ერთ ადამიანზე