Go to the version for visually impaired
Font size
A A A
Color scheme
a
a
a
Images
Maximize panel
Back to the list

რა არის საჭირო ნამდვილი ევროპული დასვენებისთვის: დილით - საუკეთესო კრუასანი...

რა არის საჭირო ნამდვილი ევროპული დასვენებისთვის: დილით - საუკეთესო კრუასანი ქუჩის კაფეში,🥐 დღისისთ - მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა.💃 ამ ყველაფერს ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული ევროპული დედაქალაქი - ბრიუსელი გთავაზობს. ✋
ფრანგული და ფლამანდიური კულტუ
რების გზაგასაყარზე გაშენებული ქალაქი ევროპის ყველაზე კოსმოპოლიტურ ცენტრად ითვლება. მდიდარი კულტურული პროგრამა, საინტერესო სანახაობები.
ბრიუსელი კიდევ იმით არის მიმზიდველი, რომ ყოველ საღამოს შეიძლება ქუჩის არაჩვეულებრივი მუსიკალური ფესტივალების, მხატვრების აქციების მოწმე და უნებლიე მონაწილე გახდე.🎶🎼
St. Gilles-ისა და Ixelles-ის მახლობლად თუ დაბინავდები შესანიშნავი კაფეებითა და პარკებით იქნები გარემოცული. ბელგიური სამზარეულოს გასაცნობათ Belga Queen-ში უნდა შეიარო და იქაური სამზარეულოს სიამაყე - ბელგიური ლუდი დააგემოვნო. ბელგიური ლუდი ბევრად განსხვავდება სხვა ევროპული ლუდებისგან: ის უფრო მძიმე, მათრობელა და არომატულია.🍺 მას კათხებით ვერ დალევ, ჩვეულებრივ ლუდი ბრიუსელში ფართო ბოკალით ისმება. ლუდი ბელგიური კერძების მოსამზადებლადაც ინტენსიურად გამოიყენება.🍻
ბრიუსელის ქუჩებში ღამის ბარები დილამდე მუშაობს.თუკი ღამის კლუბების მოყვარული ხარ Bourse-ის მიდამოებს ესტუმრე აქ მოგხიბლავს კლუბი Java - პატარა, მაგრამ ძალზე მოდური კლუბი მიწისქვეშა საცეკვაო მოედნითა და ბარით ღიაცისქვეშ.
შესანიშნავი ევროპული არდადაგების დასასრულს, კიდევ ერთი სიამოვნება ბრიუსელში-შოპინგია. აქ ცნობილი დიზაინერების ბუტიკებთან ერთად იაფი და ხელმისაწვდომი ბრენდის პროდუქციასაც შეიძენ. მეგობრებისთვის საჩუქრად ყველაზე კარგი ვარიანტი ბელგიური შოკოლადია.👛👜
დაბოლოს, არ დაგავიწყდეს, ბრიუსელი მსოფლიოს- ერთ-ერთი ყველაზე ფოტოგენური ქალაქია და შეგიძლია ბევრი ფოტო გადაიღო.📷
✈️ბრიუსელში მოხვედრა შეგიძლიათ, თბილისიდან პირდაპირი რესით.
მოგზაურობის პერიოდი : 10-13მაისი
ღირებულებაში შედის :
🌎ორმხრივი ავიაბილეთი
🌎20კგ. ბარგი
🌎სასტუმროში განთავსება
🌎საუზმე
🌎სამოგზაურო დაზღვევა
🏨 Husa President Park Hotel
ფასი მოცემულია ერთ ადამიანზე ორ ადგილიან ნომერში
👉 დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
✐ ი.ჭავჭავაძე 49 ბ
info@temitravel.c...
✆ 2 42 44 66 / 514 42 44 66.
View on Facebook